Monday, December 8, 2008

საცდელი პროექტის სახელწოდება

1)საცდელი პროექტის სახელწოდება

რა განძი გვქონია?!

2). საცდელი პროექტის მოკლე აღწერა:

ა)მოსწავლეები მოიძიებენ რა მნიშვნელოვანი ძეგლები თუ მღვიმეები არის ქუთაისთან ახლოს, კერძოდ წყალტუბოს რ-ის სოფ. ყუმისთავსა და ქვილიშორში. გამოიკვლევენ მათ ისტორიულ - გეოგრაფიულ მდებარეობას, ღირსშესანიშნავ ადგილებს, ბუნებას ასახავენ ფოტოებზე, შეადგენენ რუკებს, გეგმებს, მარშუტსა და ცხრილებს. განსაზღვრავენ ობიექტების მდებარეობას და სატრანსპორტო საშუალებებს. (მიკროავტობუსი)
ბ). მოიძიებენ ინფორმაციას ამ სოფელში მცხოვრებ მოსახლეობაში, ყუმისთავსა და ქვილიშორში არსებული მღვიმის შესახებ.

3). მონაწილეთა ასაკი -
X კლასი


4).ვადები:

2008 წლის1 დეკემბრიდან - 2009 წლის მაისის ჩათვლით.

5) პროექტის შესაძლო აქტივობები:

მოსწავლეები შეგროვილ ინფორმაციას დაახარისხებენ სტატისტიკურად, მოიძიებენ დამხმარე ლიტერატურას, გამართავენ დისკუსიას, შეადგენენ კითხვარს, მოიძიებენ მასალას ინტერნეტის საშუალებით, შეადგენენ დიაგრამებს და შექმნიან ელექტრონულ ვერსიას, რომლებსაც შემდეგ პროექტის ბლოკზე განათავსებენ. გააკეთებენ ჩანახატებს, თუ რა მნიშვნელოვანი განძია წყალტუბოს რ-ის სოფლებში, (ქვილიშორი და ყუმისთავი) რუბრიკით „ რა განძი გვქონია“. სკოლაში მოეწყობა გამოფენა.

6) მოსალოდნელი შედეგები:

მოსწავლეები მიეჩვევიან ინტერვიუების აღებას, საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, გააკეთებენ ალბომს, ბუკლეტს. გამოუმუშავდებათ პროექტის ელექტრონული ვერსიის შექმნის უნარი, კვლევა - ძიება დამატებით ლიტერატურაზე. ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას, ურთიერთთანამშრომლობას და გახდებიან უფრო კომუნიკაბელურები. ისწავლიან ექსკურსიის ორგანიზებას, გაეცნობიან საკუთარი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას. გაეცნობიან წყალტუბოს რ-ის გეოგრაფიულ მდებარეობას და ბუნებას.
შემოქმედი ბავშვები წარმოაჩენენ თავის შესაძლებლობებს: ლექსებს, ესეებს, ჩანახატებს. მოიძიებენ თქმულებებს, ლეგენდებს. გამოიკვლევენ მის წარმოშობას.
შეისწავლიან ამ მხარის რიტუალებს, ადათწესებს. გამოითვლიან მღვიმის ფართობს, გაზომავენ სიმაღლეს, ისწავლიან მასშტაბით მანძილის დატანას რუკაზე.
მოსწავლეების მიერ დამზადებულ ბუკლეტზე მითითებილი იქნება პროექტის ბლოკის მისამართი. მათ დავურიგებთ მოსახლეობას, გადავუგზავნით ტურისტულ ბიუროს, რომ დამთვარიელებლებმა და დაინტერესებულმა პირებმა ისარგებლონ ჩვენი ბუკლეტებით და პროექტს გაეცნონ ინტერნეტის საშუალებით.

7)სამუშაო ენა -
ქართული.

8)საგანთა კავშირი:

ისტორია, გეოგრაფია, მათემატიკა.

9)მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

№ 2 საჯარო სკოლა - ბეჟუაშვილი მარიკა

№ 1 საჯარო სკოლა - როხვაძე ქეთი

№ 40 საჯარო სკოლა - კეპულაძე ალექსი

კეპულაძე ირაკლი

ჯავახაძე ნინო

ჯავახაძე გიორგი

ბაღდათის რ-ის სოფელ ზეგნის საჯარო სკოლა - ზირაქაძე ანა

თბილისის №145 საჯარო სკოლა - ზირაქაძე გიორგი

10)პროექტის ფასილიტატორის სახელა და გვარი:
გულიზარ ზირაქაძე
ირინე ადეიშვილი

11)პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა

iravaso76@gmail.comLink

12)პროექტის ვებ.გვერდის.ბლოგი
Link
http://didebulisaunje.blogspot.com